logo
ENG



მდინარაძე ბესელიას: ვურჩევ ყველა იურისტს სწორად გაანალიზოს, რასაც კითხულბენ

15 ნოე 201915:40
3 წუთის საკითხავი
 
p5o8325i40l5ob9.png

„დროის მანქანას თუ გამოიგონებენ და უკან გადაახვევენ, მაშინ აზრი ექნება, ისე არა“ - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას, რომელმაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერს ასზე მეტი დეპუტატი, მაშინ კონსტიტუცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ცვლილება გავიდეს მეორედ მოსმენაზე.

„მე ვურჩევ ყველა იურისტს, რომელიც ან შეგნებულად ამახინჯებს, თავის განცხადებაში კონსტიტუციის კონკრეტული ნორმის აღქმას და მისი გაგების საშუალებას, ან ესე ჰგონია, ყველას ვურჩევ კარგად და სწორად გაანალიზოს ის, რასაც კითხულბენ. ეს არის შემთხვევა, როცა ასზე მეტი ხმით გადის რომელიმე კანონპროექტი. მას სჭირდება მეორე მოწვევის პარლამენტის თანხმობა იგივე წესით ძალაში რომ შევიდეს კონკრეტული ნორმა. ამ შემთხვევაში ამას აზრი აქვს დაკარგული, იქიდან გამონდინარე, რომ საუბარია 2020 წლის არჩევნებზე, რა წესით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. დროის მანქანას თუ გამოიგონებენ და უკან გადაახვევენ, მაშინ აზრი ექნება, ისე არა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 


close დახურვა