logo
ENG



მდინარაძე მელიას მიმართ ქვების სროლაზე: გამოსაძიებელია, სხვამ ესროლა, თუ თავად დაგეგმეს

29 სექ 202019:04
3 წუთის საკითხავი
 
r1gv835cr6a00t8.jpg

"იქ არ ვიცი, იქაც გამოსაძიებელია, სხვამ ესროლა თუ თავად დაგეგმეს", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ინციდენტს, რომლის დროსაც გლდანის ოპოზიციონერ მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას ქვები დაუშინეს.

მდინარაძემ 29 სექტემბრის ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარტიაში ყველას პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ და მათი "ყოველი თათბირი ამით იწყება". 

27 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. იგი ამომრჩევლებს გლდანულაში, ერთ-ერთ სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც კვერცხები და ქვები დაუშინეს.

 

 

 

 

 

 

 

close დახურვა