logo
ENG



მდინარაძე მოქალაქეებს: დარჩით სახლში, რომ რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ

19 მარ 202013:44
3 წუთის საკითხავი
 
tjsnc3lyrms4wtz.png

საპარლამენტო  უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თუ გარეთ გასვლის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს, სახლებში დარჩნენ.

როგორც მდინარაძემ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მხოლოდ ხელისუფლების ქმედებები გამოწვევასთან ბრძოლისთვის საკმარისი ვერ იქნება.

„ყველა ხედავს, რომ საკოორდინაციო საბჭო სამთავრობო უწყებები, დალაგებული და სწორი მენეჯმენტით, ეფექტიანად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული შეჩერება და პრევენცია იმ გამოწვევისა, რაც ჩვენს წინაშეა. ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ ყველას მოქალაქეს, გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ჩვენი სპეციალისტების მიერ. დავრჩეთ სახლში, თუ გარეთ გასვლის უკიდურესი აუცილებლობა არ არის. ამით ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


close დახურვა