logo
ENG



მდინარაძე ოპოზიციის გეგმებზე: სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად

20 ნოე 201917:25
3 წუთის საკითხავი
 
7ni2cn2lckf2jkt.png

ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ოფისში. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაა. მმართველი პარტიის ოფისში იმყოფებიან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

რამდენიმე წუთის წინ კი, მედიასთან განცხადება გააკეთა გია ვოლსკიმ, რომელმაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის პარლამენტში პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, როდესაც უმრავლესობა დატოვა თამარ ჩუგოშვილმა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტს უხელმძღვანელებს ირაკლი ბერაია და ევროინტეგრაციის კომიტეტს ჩაიბარებს რომან კაკულია. 

ოპოზიცია გეგმავს ორშაბათიდან განაახლოს აქციები და ძალაში რჩება პარლამენტის პიკეტირებაც. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პიკეტირება უკანონოა და ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყებები შესაბამისად იმოქმედებენ.

„თუ პროტესტანტების ნაწილი აფიქსირებს, რომ დაარღვევენ კანონს, კანონის ფარგლებში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მოფრთხილებით, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად. რადიკალურ ზომებზე არაა საუბარი, მძიმე გამოცდილება რომ გვაქვს წარსულში, ღმერთმა დაგვიფაროს," - განაცხადა მდინარაძემ ოპოზიციის გეგმების საპასუხოდ.

 

 

 


close დახურვა