logo
ENG



მდინარაძე პროპორციულ სისტემაზე: ეს გადაწყვეტილება არ ჩავარდება

13 ნოე 201911:14
3 წუთის საკითხავი
 
vbn7uba059s7so5.jpg

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მათი გადაწყვეტილება იყო და ეს გადაწყვეტილება არ ჩავარდება. როგორც მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბიძინა ივანიშილი თავიდანვე ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას და ახლაც იმავე აზრზეა.

„ნუ დავიწებთ დეპუტატების დათვლას, მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები. ვიცით პროპორციული სისტემის რისკები და უპირატესობები. ამ უპირატესობის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა ამ პოზიციას.  ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ნების გამოხატვა და მართლა ისე არაა, თითქოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გვაიძულა მისი მოთხოვნებით. ეს გადაწყვტილება უნდა დარჩეს გადაწყვეტილებად და დაეთანხმა პარტიის ხელმძღვანელიც. არ არის ლოგიკა იმაში რომ ინიციატივა ჩავარდეს, უმრავლესობა უჭერს მხარს“, - აცხადებს მდინარაძე.

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძისა და ირაკლი შიოლაშილის პოზიციას, მდინარაძე აცხადებს, რომ ისინი მანდატის დატოვებას მაშინ აპირებენ, თუ ვინმე აიძულებს მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღონ.

„დიმიტრი ხუნდაძეს და ირაკლი შიოლაშვილს არ უთქვამს, რომ წასვლაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მათი პოზიცია ვიცი, მისაუბრია. თუ ვინმე დააძალებს ამ შემთხვევაში მზად არიან დატოვონ მანდატი, მაგრამ გუნდის სხვა გადაწყვეტილებაზე არ აპირებენ წასვლას. არავინ არავისთვის არაფრის დაძალებას არ აპირებს“, - აღნიშნა მან.

 


close დახურვა