logo
ENG



მდინარაძე სააკაშვილის გადაყვანაზე: ჩვენს გადაწყვეტილებაში ხოშტარიას ფაქტორი დომინანტური იყო

19 ნოე 202117:43
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე სააკაშვილის გადაყვანაზე: ჩვენს გადაწყვეტილებაში ხოშტარიას ფაქტორი დომინანტური იყო
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხოშტარიას ფაქტორი იყო დომინანტური. 

"მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება. ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ არც იმას, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში დომინანტური იყო. როდესაც ის მოვინახულეთ, ამის შემდეგაც ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ მისი ფაქტორი მნიშვნელოვანია.

გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი და სხვა მოშიმშილეები ამ სიტუაციურ  მოცემულობაში, ამ სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ", - ამბობს მდინარაძე. 

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

შიმშილობა უკვე შეწყვიტა ელენე ხოშტარიამ. 

 


close დახურვა