logo
ENG



მდინარე ენგურში კაცს ეძებენ

05 ივლ 202110:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/wsmglun8aitgay1.jpg

მდინარე ენგურში 50 წლამდე კაცს ეძებენ. მან, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრანსპორტი ენგურში გადავარდა.

კაცს ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისი-მესტიის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა და ტრანსპორტში მარტო იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 


close დახურვა