მარტვილის სოფელ ხუნწში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.
ფორმულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბავშვი მდინარეში გუშინ გაუჩინარდა. ადგილობრივების თქმით, ის მდინარეზე ბაბუასთან ერთად იყო.