logo
ENG



მე-11 დღეა, გაიტაცეს, მკვდარია თუ ცოცხალი, არაფერი ვიცით - აქცია მეჯვრისხევში

15 ივლ 202009:42
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი მე-11 დღეა რუსი ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

45 წლის კაცი რუსმა სამხედროებმა 11 დღის წინ, სავარაუდოდ, სოფელ აძვთან დააკავეს.

ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მეჯვრისხევში აქცია გამართეს, ისინი დაკავებული თანასოფლელის გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას და ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ. 

„მე-11 დღეა, მკვდარია თუ ცოცხალი, არაფერი ვიცით. საქართველოს კუთვნილი ტერიტორიიდან გაიტაცეს, სოფელ აძვთან მოხდა, ალბათ. სამ რიცხვში მოხდა პიროვნების გატაცება - ჩართულია ყველა ორგანო, ევროკავშირის მისია. ოჯახის წევრებს სურდათ, რომ კონფიდენციალური ყოფილიყო და არ მოჰყოლოდა გავრცელება", - ამბობენ აქციის მონაწილეები. 


close დახურვა