ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან 1 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.