ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან კიდევ 3 აქტივისტი დააკავეს.
დაკავებულია ენმ-ის წევრი გიორგი კაპანაძე, ასევე აქტივისტი გიორგი ფხალაძე.
აქტივისტების თქმით, კაპანაძე შეუძლოდ გახდა, თუმცა პოლიციამ ეს არ გაითვალისწინა და ის ადგილიდან უგონო მდგომარეობაში გაიყვანა.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლმა სცემა ენმ-ის ერთ-ერთ აქტივისტს სცემა და ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაკავებას წინ კვლავ აქტივისტების და ენმ-ის წარმომადგენლების მოთხოვნა უძღოდა, მიეცათ უფლებამოსილი პირებისთვის საჩივრების განხილვის სხდომაზე დასწრების საშუალება. თუმცა, პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
მანამდე ისნის საოლქო კომისიასთან კიდევ 3 ადამიანი დააკავეს, ჯამში - 6.
ისნის საოლქო კომისიის გარდა, მსგავსი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სხვა საოლქო კომისიებთან. ამ დროისთვის სულ 12 პირია დაკავებული.
საოლქო საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.