logo
ENG



მე და ჩემი შვილი საგამოძიებო უწყებაში ერთად გამოვცხადდით - კობალაძე

11 ივლ 202022:15
3 წუთის საკითხავი
 
3ec4yz3wrbx596q.jpeg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა. 

როგორც კობალაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში შვილთან ერთად მივიდა.

აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება თბილისში 24 ივნისს მომხდარ დაჭრას. თუმცა, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირები დღეს, მედიაში გასული ანონსის შემდეგ დააკავა.

"ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა მის საქმეს. 

არავის ხელს არ ვაფარებ. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა", - განაცხადა კობალაძემ. 

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ„ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეიქმნა მიმალვის საშიშროება, ამიტომ საჭირო გახდა სამი პირის დაკავება.


close დახურვა