logo
ENG



მე ვერ დავდებ ადამიანების სიცოცხლეს სასწორზე - დღეს თამაშის დრო არ არის - მეუფე საბა

24 მარ 202023:08
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ში მოღვაწე ქართველი მღვდელმსახური, მეუფე საბა ფიქრობს, რომ მსახურებების წარმართვა ასეთ პირობებში დაუშვებელია. მისი აზრით, ქრისტიანობის უმაღლესი გამოვლენა ახლა სხვების სიცოცხლეზე ზრუნვა და სახლში დარჩენაა.

„ყველასთვის ცნობილია პანდემია მოედო მსოფლიოს - ის არ ინდობს არცერთ ადამიანს. ჩვენ გვაქვს დაწესებული რეგულაციები, საქართველოს მთავრობამაც გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ეს ვირუსი გადადის ადამიანებთან ახლო კონტაქტით. ამიტომ ყველაზე დიდი რეგულაცია, ერთმანეთის სიცოცხლის გაფრთხილება ისაა, რომ არ მოხდეს ადამიანების ერთად შეკრება. არც ჩემთვის იყო ადვილი, რომ მრევლისთვის მომეწოდებინა სახლში დარჩენილიყვნენ. მაგრამ ადამიანებისადმი ჩემმა სიყვარულმა მომცა უფლება, ასე ვიზრუნო ადამიანების სიცოცხლეზე. მე ვერ დავდებ ადამიანების სიცოცხლეს სასწორზე - დღეს თამაშის დრო არ არის. სახელმწიფოს მიმართ ვერ ვითამაშებთ. ამიტომ ესაა ჩემი რწმენიდან გამომდინარე, ესაა ქრისტიანობის გამოვლინება", - განაცხადა მეუფე საბამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ზოგიერთი მღვდელმსახურის აზრით ეკლესიებში წირვა-ლოცვები არ უნდა მიმდინარეობდეს, რათა ადამიანების თავშეყრა არ მოხდეს.


close დახურვა