"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" ბიძინა ივანიშვილსა და მის გადაწყვეტილებებს აფასებს. მისი თქმით, ივანიშვილი შეძლებული პიროვნებაა და როგორი ეგზოტიკითაც ცხოვრობს ზუსტად ასე ექცევა თავის ქვეყანას.
"როცა მთლიანი კონცეფციაა, რომ ხელისუფლება არ არის საზოგადოების სამსახურში, არამედ არის ერთი კაცის, რომელიც ეგზოტიკური ფორმის სტილით ცხოვრობს, რადგან შეძლებულია და მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მათ შორის არც პოლიტიკაშიც. ოღონდ, თუ ეს შეძლებული ხალხი ეპყრობა საკუთარ საზოგადოებას როგორც საკუთრებას და როგორც ცუდი პატრონი, ესაა დანგრევა ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების. ამიტომ მე არ მეგულება არცერთი პატიოსანი, საღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც უყურა ივანიშვილის ინტერვიუს გუშინ და არ დარწმუნდა როგორ შარშია ეს ქვეყანა",-აღნიშნავს ბოკერია.