logo
ENG



მეარაყიშვილი ციხელაშვილზე: მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე სიკვდილზე ცნობების კომენტირება

15 აპრ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 
jawt8u43cco4w9x.jpg

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი 

„გუშინ "ეხო კავკაზა"-მა გამოაქვეყნა მასალა ავადმყოფებისა და გარდაცვლილების შესახებ ორმაგი კარანტინისას. როგორც მოსალოდნელი იყო არ დააყოვნა მინისტრ ციხელაშვილის კომენტარმა - მიეცა საშუალება შეეხსენებინა თავი საზოგადოებისთვის.

არ მომყავს აქ მისი ციტატა, მასზე მწვავე ჩემი შეფასება იყო, მასზე მეტი გარდაცვლილებზე, ავადმყოფების მდგომარეობაზე მე ვთქვი. თან არასდროს ველი ჩემი განცხადება კომენტარის კომენტარი იყოს... მხოლოდ იმიტომ არა, რომ აქ ვცხოვრობ და ერთ დღეს იგივე პრობლემა მე და ჩემს მშობლებს, ახლობლებს შეგვქმნება, არამედ ინფორმაციის გავრცელება ცვლილებებს ნიშნავს.

ციხელაშვილი მინისტრია და სულ ვერ ხვდება, რომ მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე სიკვდილზე ცნობების კომენტირება, თან ღია წყაროებზე? ვინაა, ვინ იცავს ამ უუნარო მინისტრს ამდენი წელი ჩვენ განცხადებების ტკეპნის გარდა არაფერი რომ არ გვრჩება გასახსენებლად?

მომავალ კომენტარის კომენტარამდე ქალბატონო ქეთევან, მანამდე კი გააგრძელეთ მიწერ- მოწერა "თქვენიანებთან" "- აუ, მისცხეთ რა ბოლომდე მეარაყიშვილს", - წერს მეარაყიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ადამიანებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა ესაჭიროებათ, თუმცა იზოლირებული რეგიონის გამო მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. მისივე თქმით, 4 სექტემბრიდან დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმის ამგვარ მიდგომებს.

ამავე თემაზე: „ფორმულასთან“ საუბარში მეარაყიშვილი ადასტურებს, რომ ჯანდაცვის კუთხით რაიონში მძიმე მდგომარეობაა და საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ზომების მიღებისკენ და შესაბამისი კავშირების ამოქმედებისკენ მოუწოდებს.


close დახურვა