შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში ამოიღეს. ნარკოტიკული ნივთიერება ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტში, ავტობუსიდან ამოიღეს, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მებაჟე-ოფიცრებმა ყაზბეგში კოკაინი და ჰაშიში აღმოაჩინეს
23 ნოე 201916:25
3 წუთის საკითხავი