გირჩის წევრებმა ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მათ კითხვები დასვეს, პასუხების მიღების ნაცვლად კი მისი კოლეგები გარეთ გავიდნენ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს.
"რამდენიმე წუთში არა, მაგრამ ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და პასუხები ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ", - თქვა მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, ახლა გირჩი მიმდინარე პროცესებს დააკვირდება:
"სინამდვილეში ჩვენ რასაც გავაკეთებთ, შევეცდებით, რომ დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ნიკა მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია და თუ ის განვითარდა ისეთი სცენარით, როგორითაც ჩვენ ვვარაუდობთ, ჩვენ მოგვიწევს, რომ ორივე მხარეს გავემიჯნოთ, როგორც ოპოზიციას, ისე პოზიციას".
ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გრძელდება. ისინი სამომავლო გეგმებზე, საპროტესტო აქციებსა და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობს.