logo
ENG



მედია: ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩასვლას აპირებს

05 ივლ 202400:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/wcvyreb10pneynk.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ Radio Free Europe და Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერენ.

ორი დღის წინ ორბანი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

ორბანი ბოლოს რუსეთში 2022 წლის სექტემბერში იყო, სადაც მიხეილ გორბაჩოვის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მას შემდეგ ის პუტინს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრია.

ამ თვის დასაწყისიდან უნგრეთი, როტაციულად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

უკრაინაში ვიზიტის დროს უნგრეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

"ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას არ აქვს მანდატი რუსეთთან ევროკავშირის სახელით ჩართულობისთვის", - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ზე, როდესაც მოსკოვში ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა.

უნგრეთის პრემიერმინისტრი დასავლელ ლიდერებს შორის რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ან შეუფერხებია უკრაინისადმი სამხედრო დახმარება. 


close დახურვა