logo
ENG



მედია: ზელენსკიმ ტრამპთან ომის დასრულების მშვიდობიან გეგმაზე შესაძლოა შემდეგ კვირას ისაუბროს

21 ნოე 202517:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/21/d8nllhh9dja1tzx.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპთან უკრაინაში ომის დასრულების მშვიდობიან თემაზე საუბარი, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამართოს.

ამის შესახებ Sky News ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, შესაძლო სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მას სურდა ამერიკელ კოლეგასთან სამშვიდობო გეგმა განეხილა.

ცნობისთვის, მანამდე ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:

უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.


close დახურვა