მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი, ილია კივა მკვდარი იპოვოს. Ria Novosty-ს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცხედარი სოფელ სუპონევიში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ნოემბერში ლვოვის სასამართლომ კივა სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა.
კივა ყოფილი პოლიციელი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის მხარეს იბრძოდა. 2014 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კივამ ხმების 0,03% მიიღო. რადაში ის პარტიიდან "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" მოხვდა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება პრორუსულად მიიჩნევს.
პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის მარტში აღიძრა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ომამდე დეპუტატი აქტიურად მონაწილეობდა რუსულ სატელევიზიო გადაცემებში და ესპანეთში ცხოვრობდა. ამის შემდეგ მან უკრაინის ხელისუფლება გატაცების მცდელობაში დაადანაშაულა და რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
კიევი ამტკიცებდა, რომ კივა რუსეთში ცხოვრობდა.