უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კორონავირუსის ინფექციის გამო, მძიმეა. უკრაინული მედიის ცნობით, პოლიტიკოსი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
პირველად ტიმოშენკოს პრესმდივანმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიტიკოსს კორონავირუსი ჰქონდა. მედიის ცნობით, კორონავირუსი აქვს ტიმოშენკოს ქალიშვილსაც, თუმცა სუსტი ფორმებით.