logo
ENG



მედია: უკრაინამ რუსების კონტროლქვეშ არსებულ ჩერნობაევკას აეროდრომზე იერიში მიტანა

20 აგვ 202222:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/20/0dbp1pxayhc0xv0.png

მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ჰერსონის ოლქში რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ ჩერნობაევკას აეროდრომს. ამ ინფორმაციას ასევე უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო ავრცელებს.

ცაპლიენკოს თქმით, აეროდრომს სულ მცირე სამჯერ დაარტყეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც აეროდრომის თავზე შავი კვამლი ჩანს.

ცნობისთვის, რუსეთის ჯარი ჩერნობაევკას სამხედრო აეროდრომს სამეთაურო პუნქტად და ვერტმფრენების განსალაგებელ ცენტრად იყენებს.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა. 

 


close დახურვა