logo
ENG



მედიაზე მასიური ძალადობის შემდეგ ღარიბაშვილი კრიტიკულ მედიას თავს ესხმის

12 ივლ 202111:19
3 წუთის საკითხავი
 

5 ივლისს მედიაზე მასიური ძალადობის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკულ მედიას თავს ესხმის.

ის დამოუკიდებელი მედიის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს, კრიტიკულ მედიას კი მართულს და სააკაშვილის ინტერესების გამტარებელს უწოდებს.

"ზოგადად მივესალმებთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავისუფალი და მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვეყანაში, მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ, ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა და კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას - ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში.

მაგრამ, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ - ოპოზიციური ტელევიზიები - მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და ნაც.მოძრაობის, რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური, მათ აქვთ ერთი მიზანი - როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას არ დავუშვებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

5 ივლისს ჰომოფორიუბ და ძალადობრივ აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ლექსო ლაშქარავა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა.


close დახურვა