logo
ENG



მედიამ უკანასკნელ გზაზე პატივით გააცილა ლექსო ლაშქარავა

13 ივლ 202119:50
3 წუთის საკითხავი
 

უწყვეტი ტაში, კოლეგების საპატიო დერეფანი - დახრილი კამერებით, - დღეს მედიამ უკანასკნელ გზაზე პატივით გააცილა ლექსო ლაშქარავა. უჩვეულო სოლიდარობის და ერთსულოვნების მომსწრე იყო მაყურებელი. 

ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალებამ გააერთიანა ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, - ვინც იგრძნო, რომ ხელისუფლების ანგარიშსწორებას შეიძლება ხვალ ემსხვერპლოს ნებისმიერი. 

ლექსო ლაშქარავამ კი,პროფესიისთვის თავდადებულმა ოპერატორმა, გარდაცვალების შემდეგაც შექმნა უნიკალური კადრი - სამგლოვიარო პროცესია - მგლოვიარე მაგრამ არა სასოწარკვეთილი კოლეგების ერთობის სახით. 


close დახურვა