logo
ENG



მედიის თავისუფლების გაუარესებული ინდექსი

03 მაი 202220:44
3 წუთის საკითხავი
 

მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო უკან უხევს. ჟურნალისტების მთავარ პრობლემად უკვე ფიზიკური უსაფრთხოება გამოიკვეთა. დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა და ავტორიტეტული ორგანიზაცია რეპორტიორები საზვრებს გარეშე ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველო მესამოცედან 89-ე ადგილზე გადავიდა. რეიტინგის გაუარესებაზე დიდი გავლენა იქონია 5-მა ივლისმა. 50-ზე მეტი ჟურნალისტის ლინჩის წესით გასამართლება - ეს შეფასება მისცა ორგანიზაციამ თბილისში ძალადობას. ამ ფონზე ღარიბაშვილის მიერ პროფესიული დღის მილოცვა მედიისადმი ცინიკურად აღიქმებოდა - მისალოც ტექსტში წერია, რომ ჟურნალისტებს თანადგომას კვლავაც ჰპირდება. მედია სწორედ პრემიერს მიიჩნევს 5 ივლისის ერთ-ერთ შემოქმედად.


close დახურვა