"როცა ლექსო ლაშქარავას კრძალავენ, არავის აქვს მორალური უფლება დღეს ამ ტრიბუნასთან იდგეს" - ჟურნალისტებმა პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართეს. ფორმულას ჟურნალისტი - გიორგი კიკაბიძე - ბრიფინგის დროს ტრიბუნასთან მივიდა და გარდაცვლილი ოპერატორის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. მას სხვა ჟურნალისტები და ოპერატორებიც შეუერთდნენ. მათ სამთავრობო ტრიბუნასთან გაშალეს ლექსო ლაშქარავას ფოტოები და ფურცლები წარწერებით - "გადადგეს პრემიერ-მინისტრი" და "დაისაჯონ დამნაშავეები". წარწერა "ლექსოსთვის" გამოჩნდა დღეს რეგიონული მაუწყებლების ეკრანებზეც. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დღეს ერთდროულად შეაჩერა. ეკრანები სამ საათზე, ათი წუთით ჩაბნელდა.
მედიის პერფორმანსი
13 ივლ 202120:09
3 წუთის საკითხავი