logo
ENG



მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის გამო მედიაომბუდსმენი საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

19 ნოე 202409:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/19/l05k6d7yh3b81yx.jpg

ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნისა და დაკავების გამო ორგანიზაცია მედიაომბუსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

დღეს, 19 ნოემბერს გამთენიისას პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის მიმდებარედ უწყვეტის საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო. პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიას იჩენდა და ფიზიკურადაც ძალადობდა.

მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის რამდენიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

  • სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს.
  • სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ს კორესპონდენტს გივი ავალიანს
  • ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე
  • სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკას ჟურნალისტს მინდია გაბაძეს

მედიაომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა შეაჩეროს.


close დახურვა