რუსული დამოუკიდებელი მედია მედუზას ცნობით, დაღესტანში მომხდარი ტერაქტებში სერგოკალინსკის ოლქის გამგებლის შვილები, ოსმან და ადილ ომაროვები მონაწილეობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მოკლულია. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო, რომელიც ოსმან ომაროვის მიერაა გადაღებული და ის თავდასხმას ასახავს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Дождь-მა დაწერა ომაროვმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა, მოგვიანებით, კი TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
გარდა ამისა, Interfax წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ომაროვის ვაჟების გარდა, თავდასხმაში მისი ძმიშვილიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე მოკლეს.
***
გუშინ, 23 ივნისს დაღესტნის ორ ქალაქში ტერაქტი მოხდა. უცნობი პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ასევე, დაჭრილია 25 პირი.
დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.