"სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია ყველაზე მეტად სავარაუდოა" - ასეთია საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტების პირველი შეფასება, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ. ბელინგქეთის გუნდი სააკაშვილის საქმეში ჩაერთო. ინტენსიურად გრძელდება სასამართლო განხილვები. ხვალინდელ სხდომაზე ჩვენებას ორი ამერიკელი ექსპერტი მისცემს. მოწმეებს შორის არის ვივა მედის მედ-პერსონალი და დირექტორიც, მათი გამოკითხვის წინ კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი სააკაშვილის ადვოკატს ექთანზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს.
მეექვსე პროცესი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე
10 იან 202319:52
3 წუთის საკითხავი