თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი კოლეგის, დავით ზალკალიანის "ტვიტერის" გვერდზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს.
მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომისთვის მადლობას უხდის.
"კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ჩვენს მეგობარ საქართველოს მადლობას ვუხდით", - წერს ჩავუშოღლუ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, კორონავისრუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
