გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის თქმით, მათი თანაგუნდელის მამას სახლში შეუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ ლია ყოჩიაშვილთან მსგავსი ინციდენტი წარსულშიც მომხდარა და პოლიციას ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია.
"ჩვენს თანაგუნდელს - ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა. შსს, საქართველოს პროკურატურა - დანაშაულის თანამონაწილეები ხართ. იმოქმედეთ, სანამ ტრაგედია დატრიალდება."- წერს მეზვრიშვილი.