logo
ENG



მეზვრიშვილი ქოლცენტრებზე: უარი გამოძიებაზე ადასტურებს, ოცნება შავ ფულზე, ძალადობაზე დგას

13 აგვ 202411:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/13/2svv18rvhl7dce4.jpg

პარტია გახარია საქართველოსთვის მმართველ პარტიას მოუწოდებს ქოლცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნას. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. მან ოპოზიციას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას.

"თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და სიმართლის დადგენა არჩევნებამდე, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას. ჰელსინკის კომისიამ დაადგინა ის, რასაც ოცნება მალავს და რასაც დღემდე ხელს აფარებს პარლამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კომისიის შექმნის საკითხი ჯერ კიდებ გასული წლის აპრილში დააყენეს, თუმცა ქართულმა ოცნებამ ხმა არ მისცა.

"პენსიონერების ფულის მოპარვის პარალელურად, 2024 წლის აპრილიდან ოცნებამ ქოლცენტრების გამოყენება აქციების მონაწილე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო. ზუსტად ორი თვე გავიდა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ქოლცენტერების მეშვეობით აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიება მოვითხოვეთ და დღემდე შედეგი არ არის. [...] ოცნების უარიც გამოძიებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ ოცნება შავ ფულზე, კორუფციაზე და ძალადობაზე დგას", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

12 აგვისტოს აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ ქოლცენტრების მიერ ქართული ოცნების კამპანიის დაფინანსების შესახებ განცხადება გავრცელა. როგორც კომისიის განცხადებაში იყო აღნიშნული, ქართული ოცნება ეყრდნობა მთელ მსოფლიოში, "თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ ბნელ ფულს", რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს მისი ოპოზიცია. კომისიის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა ეს ქოლცენტრები "უნდა გაანადგუროს".


close დახურვა