logo
ENG



მეზვრიშვილი ცხელების ცენტრების პირობებზე: სისტემური პრობლემები არ არსებობს

26 ოქტ 202011:23
3 წუთის საკითხავი
 
sshohkpntg4dh1i.jpg

პრემიერმინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ცხელების ცენტრებში პაციენტების მომსახურების მხრივ სისტემური პრობლემები არ არსებობს.

"სისტემური პრობლემები არ არსებობს. თუ არსებობს ერთეული შემთხვევები, ამაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ", - განაცხადა მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

Facebook-სა და მედიაში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ცხელების ცენტრებში პაციენტებისთვის ელემენტარული პირობები არ არსებობს, არის მედპერსონალის ნაკლებობა და ინფიცირებულებს ხშირ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ ექცევათ.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა