პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 4 ქართველი მეზღვაური, რომელიც მეკობრეებს გადაურჩა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება და დღეს დასავლეთ აფრიკის ტოგოს ნავსადგურ ლომეში შევა - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ოთხი მეზღვაურის საქართველოში დაბრუნების პროცედურები მალე დაიწყება.
„გემზე დარჩენილი ოთხი ქართველი ჯანმრთელადაა, არიან უსაფრთხოდ, რამდენიმე საათში იქნებიან ლომეს ნავსადგურში და დაბრუნდებიან საქართველოში. როდის დაბრუნდებიან სამშობლოში, გაკეთდება ამაზე განცხადება", - აცხადებს თამარ იოსელიანი.
პანამის დროში ქვეშ მცურავ გემს ნიგერიაში მეკობრეები 30 აპრილს დაესხნენ თავს და მეზღვაურები გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც.