logo
ENG



მელაძე: დაშინება ძარცვის იმიტაციით, მანქანიდან სამსახურებრივი გარე ვინჩესტერი წაიღეს

13 ივლ 202314:59
3 წუთის საკითხავი
 

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მისი მანქანიდან სამსახურებრივი გარე მყარი დისკი მოიპარეს. სოციალურ ქსელში ის მანქანის ფოტოს ავრცელებს და ამბობს, რომ ეს "დაშინება ძარცვის იმიტაცია" იყო.

"დაშინება ძარცვის იმიტაციით, შუაგულ თბილისში სამი კამერის თვალთახედვის არეალში მდგარი მანქანა ასე დამხვდა.

წაიღეს სამსახურებრივი გარე ვინჩესტერი. რაც მანქანაში იდო საათები, სათვალეები პირადი ნივთები ხელუხლებელია", - წერს მელაძე.

 


close დახურვა