ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ სასამართლომ უკანონოდ ცნო რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება. როგორც მელაძე აღნიშნავს, სასამართლომ გააუქმა ბრძანება და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
"ორწლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია! ახლა მოვემზადოთ ახალი სერიისთვის!" - წერს მელაძე ფეისბუქზე.
2019 წელს რუსთავი 2 ბიზნესმენმა, ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ამის გამო ტელეკომპანიის დატოვება ათობით თანამშრომელს მოუწია. ნოდარ მელაძე მფლობელის შეცვლიდან ერთი თვის თავზე გაათავისუფლეს.
არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მთავარი არხი ჩამოაყალიბა, რომელშიც ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ერთი წლის შემდეგ მელაძემ არხი დატოვა და TV პირველზე გადავიდა.