logo
ENG



მელია:18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი დახმარება უნდა გაიცეს

14 მაი 202012:58
3 წუთის საკითხავი
 
ff8ls91lep1c4kh.png

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მოქალაქეების დასახმარებლად ფინანსური გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, ყველა მოქალაქემ, რომელიც 18 წლის ზემოთაა, უნდა მიიღოს - 1000 ლარი, ხოლო ყველა ბავშვს უნდა გადაეცეს 500-ლარიანი დახმარება. 

მისი განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის დროს ეს არის უალტერნატივო და უპირობო გეგმა, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება, ამიტომ ხელისუფლებამ ეს ფინანსური გეგმა უნდა გაითვალისწინოს.

„ერთადერთი სწორი, უალტერნატივო და უპირობო გამოსავალი არის ის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს შევეხიდოთ. ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს არის სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს, 18 წლის ზემოთ - 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, ვისაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ და ყველა ბავშვს 500 ლარი. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი პროგრამა, თუ როგორ და რანაირად უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს“, -განაცხადა ნიკა მელიამ.


close დახურვა