logo
ENG



მელია: 2 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ან ვიქნებით დასავლურ სივრცეში, ან ამ სივრცის მიღმა

04 სექ 202120:37
3 წუთის საკითხავი
 
მელია: 2 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ან ვიქნებით დასავლურ სივრცეში, ან ამ სივრცის მიღმა

მილიარდერის და მისი კანდიდატების მხრიდან არცერთი სიტყვა არ არის გაჟღერებული იმ სიღარიბეზე, რომელიც ქვეყანაშია და 24 საათის განმავლობაში ღარიბაშვილი და კობახიძე საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაანადგურონ ოპოზიცია, როცა დღის განმავლობაში 80 - 85 ადამიანი მათივე უუნარობით კვდება. 2 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ან ვიქნებით დასავლურ სივრცეში, ან ვიქნებით დასავლური სივრცის მიღმა, რაც არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვართ უმრავლესობაში, ისინი არიან უმცირესობაში. აქვთ ბევრი ფული და ჰგონიათ, რომ არიან დომინანტები. 2 ოქტომბერს უნდა დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი არის პირიქით და სიამაყით მოვუყვეთ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს, რა ბრძოლაში მოვუპოვეთ მათ გამარჯვება.


close დახურვა