logo
ENG



მელია: 5 ოპოზიციონერის უპრინციპო ნაბიჯმა გვაჩვენა, რა შედეგები მოაქვს არაცხად პოზიციებს

17 მაი 202315:52
3 წუთის საკითხავი
 
მელია: 5 ოპოზიციონერის უპრინციპო ნაბიჯმა გვაჩვენა, რა შედეგები მოაქვს არაცხად პოზიციებს
დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ.
როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცესპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა "ლაგდება" სადაც და როგორც უნდა.
არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს.

close დახურვა