logo
ENG



მელია: არჩევნებზე უნდა გადაწყდეს, პარტიის მართვა ხდება ძველი მეთოდებით, თუ - ახლით

28 იან 202301:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/28/kvs7ogayhapb79t.jpg

ჩვენ გვექნება არჩევნები არა მხოლოდ თავმჯდომარის არჩევნები, არამედ პარტიის სტრატეგიული განვითარების არჩევნებია. ყველა ამომრჩეველმა ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს. ფასეულობითი არჩევნებია, არჩევნები წარსულსა თუ მომავალს შორის, რაც არ უნდა სახარბიელო ყოფილიყო თუნდაც წარსული.

როდესაც ვამბობ, რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს წარსულსა და მომავალს შორის, დიახაც, პოლიტიკური პროცესი არის შემოქმედებითი პროცესი და ის მუდმივად მოითხოვს სიახლეს. ამას ვგულისხმობ და არა იმან, რომ ახალმა თაობამ უნდა ჩაანაცვლო ძველები. ჩვენი სიძლიერე ყოველთვის ყო იმაში, რომ ხდება შერწყმა გამოცდილებისა ახალ ენერგიისა, ხდება ახალი იდეების შერწყმა ძველი, მაგრამ კვლავაც აქტუალურ იდეებთან.

ეს არის არჩევნები, სადაც უნდა გადაწყვიტოს ძველი მეთოდებით ხდება პარტიის მართვა, რომელთა ნაწილი არასდროს მომწონდა, თუ ახალი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად არის მომავალი. ძველ მეთოდებში ნორმად ქცეულს მავანისთვის, მათ შორის ვანო მერაბიშვილისთვის ფარული მიყურადება, შანტაჟი.


close დახურვა