logo
ENG



მელია: ბრძოლა არ შენელდება, ხვალ რუსთაველის გამზირზე ამაყი ერი დადგება

09 ნოე 202001:18
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 6 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ცესკოსთან შეკრებილი მოქალაქეების დარბევის პარალელურად, მელიამ თქვა, რომ ხვალ "მთელი ერი შეიკრიბება რუსთაველზე". 

"ბრძოლა არ შენელდება, რუსთაველის გამზირზე 6 საათზე ერი ამაყი, წელში გამართული დადგემა. არანაირი ოპოზიცია. ერი იბრძვის უზურპატორის წინააღმდეგ. ვინმეს ეჭვი ეპარება?", - განაცხადა მელიამ. 

ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი პირველად მას შემდეგ გამოიყენა, რაც მომიტინგეების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით ცესკო-სთან მივიდა. დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია. 

ძალის გამოყენების შედეგად რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. მათგან ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა

შეგახსენებთ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


close დახურვა