logo
ENG



მელია: ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპერქტივას უსამშობლოთა პარტია-რუსული ოცნება გვაკარგვინებს

15 აგვ 202212:31
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართელოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე.

"ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ განიცადა რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართელოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე."- ამბობს ნიკა მელია.

მელიას განცხადებით, ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპერქტივას ხალხს ყოველდღიურად აკარგვინებს "უსამშობლოთა პარტია- "რუსული ოცნება".

"ევროკომისიამ გარკვევით თქვა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება თუ კი აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. რას აკეთებს "რუსული ოცნება"? კიდევ უფრო მეტად თავს ესხმის მედიას, ხალხს. მაქსიმალურად გააღრმავეს დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მათ ბრალს სდებენ სახელმწიფოს გადატრიალებაში. "რუსული ოცნება" მხოლოდ ოპოზიციასთან კი არ არის პოლარისებული, უკვე პოლარიზებულია საკუთარ ამომრჩეველთანაც კი, რომელსაც სურს ევროინტეგრაცია."- განაცხადა მელიამ.

ენმ-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული ოცნება აჩქარებს მათდამი ლოიალური მოსამართლეების დანიშვნას.

"კლანის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბატონი ჩინჩალაძე ინიშნება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო კლანის მიღმა მყოფ მოსამართლეებს სამაგალითოდ სჯიან. იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლე, ნინო ბაქაქური კრიტიკული და პროდასავლური შეხედულებების გამო, ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოდან გამოიწვია."

მელია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნება, რომელსაც "რუსულ ოცნებად" მოიხსენიებს, ხალხს არჩევნის წინაშე აყენებს, ბიძინა ან ევროპა.

"რუსული ოცნება განზრახ არ ასრულებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას, არაფერს აკეთებს და არც გააკეთებს. ეს არის მათი რუსული დავალება."- ნიკა მელია. 

 

 

close დახურვა