logo
ENG



მელია: ველოდებით კოლეგებს, ნაწილი მოვიდა, ნაწილი გზაშია, მივიღებთ გადაწყვეტილებას

01 ნოე 202003:39
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია გლდანში მხარდამჭერებსა და კოლეგებს ელოდება. მას შემდეგ, რაც ცესკომ პირველადი მონაცემები გამოაცხადა, ნიკა მელიამ მედიასთან განაცხადა, რომ ის თავის ოფისში ელოდება კოლეგებს და მათთან მოითათბირებს შემდეგომ გადაწყვეტილებებზე. 

"ველოდებით კოლეგებს, ნაწილი მოვიდა, ნაწილი გზაშია, შევიკრიბებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას და ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. 

მნიშვნელოვანია დავილაპარაკოთ და გაკეთდეს ის განცხადება, რაც გასაკეთებელია. თუნდაც ის, რაც გლდანში ხდება. არცერთი ოქმი არაა ატვირთული, თუნდაც ის, რაც გლდანში ხდება, მეოთხეჯერ ითვლიან ხმებს, წაგებულია გლდანი, მარტო გლდანი ხომ არაა. რა გააკეთეს, იომეს", - უთხრა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს. 

ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 28,2%. 

წინასწარი შედეგებით:

ქართულ ოცნებას აქვს - 54,72%

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 23,61%

ევროპულ საქართველოს - 3,99%

პატრიოტთა ალიანსი - 3,34%

სტრატეგია აღმაშენებელი - 2,46%

ლელო - 2,66%

გირჩი - 1,91%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 0,93%

ლეიბორისტული პარტია - 0,92%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,73%


close დახურვა