logo
ENG



მელია: თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, უსაფრთხოა კრიმინალებისთვის

01 აგვ 202113:09
3 წუთის საკითხავი
 
მელია: თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, უსაფრთხოა კრიმინალებისთვის
ვახო ქარელი/ფორმულა

დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ - სიცოცხლისთვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება. თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის.

ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს. მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო. კრიმინალებთან შეხმატკბილებული ქართული ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.

ასეც იქნება!


close დახურვა