logo
ENG



მელია: თუ ვერ მოხერხდა პროპორციული არჩევნები, ივანიშვილს არსებული სისტემით დავუპირისპირდებით

28 დეკ 201922:26
3 წუთის საკითხავი
 
6kkslp2m8kbzzby.jpg

პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლა გაგრძელდება - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე.

როგორც ნიკა მელიამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, ხელისუფლება ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში განწირულია, თუმცა ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნები. 

"მე რომ ვიყო ხელისუფლების წარმომადგენელი არ მესიამოვნებოდა თქვენთან ეთერში დაჯდომის, რადგან ვიქნებოდი განიარაღებული და ბევრ კითხვაზე პასუხი არც მექნებოდა. ამიტომ კვლევის შედეგებიც სავალალოა და საზოგადოების ნება უფრო მძლავრია. ოპოზიციამ საზოგადოებასთან ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ივანიშვილს მიტაცებული პირობა რომ გამოვტაცოთ. ამ ეტაპზე დიდი ძალისხმევა სჭირდება სწორედ აღნიშნულს და უკვე შემდგომ საჭიროა საზოგადოებას შევთავაზოთ ჩვენებური ახსნა როგორ შეიძლება ქვეყანაში კრიზისი დაიძლიოს.  ივანიშვილი თავისი არსით ანტისახელმწიფოებრივია და აქვს მხოლოდ კერძო ამოცანები. ის არ მალავს ამას და ამ ნაწილში გულახდილიცაა. პირდაპირ ამბობს, რომ ყოველთვის ასეთი იყო. როგორი საარჩევნო სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება მაინც განწირულია. ჩვენ ყველა სისტემა გვაწყობს, მაგრამ ამ ქვეყნისთვის მომავლისთვისაა უალტერნატივო. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. თუ ვერ მივაღწიეთ ივანიშვილის თავხედობის გამო სასურველ შედეგს, არსებული სისტემით დავუპირისპირდეთ და აქ ინება მჭიდრო კოორდინაცია ოპოზიციური პარტიებს შორის. ნაციონალური მოძრაობა ამისთვის მზად არის",-აღნიშნა ნიკა მელიამ. 


close დახურვა