logo
ENG



მელია: როდემდე უნდა ირბინოს ქალბატონმა გუგული მაღრაძემ რობოკოპების საშუალებით

26 ნოე 201908:51
3 წუთის საკითხავი
 
swno1f9nlnj2act.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ოპოზიციის გეგმები უცვლელია. მელიას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ დღეს, 26 ნოემბერს ივანიშვილი აპირებს ვრცელი ინტერვიუთი მიმართოს საზოგადოებას.

„გათენდა და კიდევ უფრო შემზარავია რასაც ვხედავთ. ჩახერგილი პარლამენტის მიმდებარე ყველა ქუჩა ყვითელი „დრანდულეტკა“ ავტობუსებითა და წინ და უკან მდგარი პოლიციელები იმისთვის, რომ შეაღწიონ სასესიო სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ხმა მისცენ ერთმანეთის თანამდებობაზე დანიშვნას. ამის გამო ივანიშვილი ათასობით რობოკოპს რვა დღეში მეორეჯერ არბენინებს.

როდემდე უნდა ირბინოს ქალბატონმა გუგული მაღრაძემ რობოკოპების საშუალებით. დღეს მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი აპირებს ვრცელი ინტერვიუთი მიმართოს საზოგადოებას. 11 ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ ცალობით შეშა შემოჰქონდათ. თუ კი ვინმე ზიანდება ახლა, არის ხელისუფლების ინტერესები. საერთაშორისო საზოგადოება იგებს, რომ ხელისუფლება რობოკოპების გარეშე ვერ შედის პარლამენტში. ოპოზიციის გეგმები უცვლელია. სიმართლე კი ყოველთვის იმარჯვებს", - განაცხადა მელიამ.

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას"  ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks 


close დახურვა