logo
ENG



მელია: როცა ენმ ხელისუფლებაში იყო, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, ეს იყო პრობლემა

27 ივლ 202200:50
3 წუთის საკითხავი
 
მელია: როცა ენმ ხელისუფლებაში იყო, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, ეს იყო პრობლემა
ფოტო: ვახო ქარელი

წარმოუდგენელი რამ დაემართა ქართულ ოცნებას და რატომ დაემართა? გააზრებულმა ამომრჩეველმა მიატოვა ქართული ოცნება, როცა დაინახა, რომ ისინი აღარ არიან პროევროპულები. [...]

როგორ უნდა მოვიმხროთ ეს ადამიანები, როგორ უნდა შევიკრათ ერთ გუნდად, როგორ უნდა გადავდოთ პარტიული ამოცანები გვერდით, როცა ამ ადამიანებს ვესაუბრებით? 100 000 ამომრჩეველი ჰყავთ თბილისში დაკარგული. მე თუ ამ ქართული ოცნების გუშინდელ ამომრჩეველთან, რომელიც დღეს ჩემთან ერთად იბრძვის, რომ იაროსლავში არ ამოვყოთ თავი, თუ ვეტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იყო, ამ ადამიანს ვერასოდეს გავიხდით მოკავშირედ.

ჩვენ უნდა ვუთხრათ - დიახაც, ნაციონალური მოძრაობა როდესაც იყო ხელისუფლებაში, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, გიჟდებოდა, ჭკუა ეკეტებოდა. ეს იყო პრობლემა. ეს მინდა გაიგოს ყველა უკვე ჩვენმა პოტენციურმა მოკავშირემ, რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის განსხვავებული და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს.


close დახურვა