დღეს ყველა ვხედავთ ოცნების ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო! ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას!
მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. დღეს ის ნამდვილად საქართველოშია! კი ის დააკავეს როგორც მოვისმინეთ, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც - ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის - პრობლემა არის როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს.