logo
ENG



მელია: ხელისუფლება ხავსს ეჭიდება და ძალა ააქვს დაკარგული

12 დეკ 201922:14
3 წუთის საკითხავი
 
21rmkmnns8gv6rb.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მილიარდები ძალას კარგავს.

მელიას თქმით, ხელისუფლება ხავსს ეჭიდება და ძალა აქვს დაკარგული.

„ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ მისი მილიარდები ძალას კარგავს, ხელისუფლებას ემშვიდობება და დაიწყო კუნთების თამაში. ხელისუფლება რომ ვიღაცა ძიუდოისტის იმედზეა და ძიუდოისტთან ერთად დასდევს პოლიტიკურ ოპონენტს, რომ თავს დაესხას მას, ეს ხელისუფლება ხელისუფლება გგონიათ? ხავს ეჭიდება და ამ ხელისუფლებას ძალა აქვს დაკარგული. ჩვენი ამოცანაა სწრაფად ჩამოვაშოროთ ეს ხალხი ხელისუფლებას“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერს ნიკა მელიას ჯარიმა, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა - სასამართლომ „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ გამოაცხადა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოუხდა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის დატოვება. გარდა ამისა, მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით. გამოძიება მასაც და ზურაბ ადეიშვილსაც, "ბანკი ქართუს" საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა.

„ქართუ ბანკის“ საქმე.


close დახურვა