„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს აფასებს. მელიასთვის აღნიშნული კვლევები გასაკვირი არ იყო, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ხალხში დრამატულად ეცემა, ასევე მელიას თქმით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში სოციალური კრიზისი შექმნა.
„ბანალურია ხომ ალბათ იმის თქმა სოციალური კვლევა რა საჭიროა, როდესაც თითოეულ ადამიანს აქვს ვითარება ხელის გულზე დადებული. ხალხში იგრძნობა ის, რომ დრამატულად ეცემა და მცირდება ხელისუფლების რეიტინგი, პოლიტიკური კრიზისი კი არ შექმნა მხოლოდ, ეკონომიკური კრიზისი შექმნა, სოციალური კრიზისი შექმნა და საიდან მოუვა ეს რეიტინგი,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველი კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე დაასახელეთ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა 36% არ აქვს პასუხი, ხოლო 21% თვლის, რომ ხელისუფლებას მიღწევა არ აქვს.